Accessibility links

logo-print

სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს იტალიას, მეტი უფლებები მიანიჭოს ერთი სქესის წყვილებს


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იტალიისგან მოითხოვს, ერთი სქესის წყვილებს მეტი უფლებები მიანიჭოს. ასეთი წყვილების უგულებელყოფა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებას ოჯახური ცხოვრების შესახებ. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის თაობაზე ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში, რომელიც 20 ივლისს გამოქვეყნდა. სასამართლო რომს მოუწოდებს, მიანიჭოს სამართლებრივი შესაძლებლობები ერთი სქესის წყვილებს ურთიერთობის გასაფორმებლად, კერძოდ კი, აღიაროს დარეგისტრირებული პარტნიორობა - სამოქალაქო კავშირი ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

XS
SM
MD
LG