Accessibility links

logo-print

ამერიკელი გენერლები ლაპარაკობენ რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეზე


რუსეთი აშშ-ისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მას აქვს საკმარისი რაოდენობის ბირთვული იარაღი იმისათვის, რომ აშშ გაანადგუროს, განაცხადა სამშაბათს სენატის სხდომაზე გენერალმა მარკ მილიმ, რომელიც ამერიკის სახმელეთო ძალების შტაბის უფროსად დაინიშნა: „აქვს თუ არა რუსეთს ამის განზრახვა, არ ვიცი. მაგრამ 2008 წლიდან რუსეთი ძალიან აგრესიულად იქცევა“, - ხაზი გაუსვა გენერალმა. მიმდინარე კვირაში ის არის უკვე მეოთხე მაღალი თანამდებობის სამხედრო, რომელიც ამგვარი შეფასებით გამოვიდა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეზე ილაპარაკა. გენერლის აზრით, აშშ-მა უნდა გაზარდოს იმ სამხედროების რიცხვი, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე ახორციელებენ პატრულირებას, იმისათვის, რომ მოსკოვს დამატებითი გაფრთხილება გაუგზავნონ.

XS
SM
MD
LG