Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკის ცენტრში გაიმართა ირანთან შეთანხმების საწინააღმდეგო აქცია


ნიუ იორკში, „ტაიმს სკვერზე“ 22 ივლისს ისრაელის მხარდამჭერი ათასობით ადამიანი შეიკრიბა და გაარპოტესტა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება. აქციის მონაწილეებმა კონგრესს მოუწოდეს არ დაუჭიროს მხარი შეთანხმებას. აქციის მონაწილეები გაიძახოდნენ - „მოსპე შეთანხმება“. ისინი თვლიან, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისა და მსოფლიოსთვის. ჯეფრი ვისენფელდმა, „შეაჩერე ირანის“ მსვლელობის თანაორგანიზატორმა განაცხადა, რომ აქციაში მონაწილეობდა ათი ათასი ადამიანი. შეთანხმების მიხედვით, აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ დაწესებული სანქციები, ირანმა კი შეზღუდოს ბირთვული პროგრამა იმისათვის, რომ ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა.

XS
SM
MD
LG