Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო - სასოწარკვეთილმა ერაყელებმა შეიძლება "ისლამურ სახელმწიფოს" მიმართონ დახმარებისთვის


გაეროს წარგზავნილი ერაყის საკითხზე იან კუბისი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარებისთვის არასაკმარისი თანხების გამო ერაყში უკვე შეექმნა საკვების დეფიციტი მათ, ვინც დახმარებას აუცილებლად საჭიროებს. ამგვარმა ვითარებამ შესაძლოა ერაყელები აიძულოს სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარებისთვის ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ მიმართოს. იან კუბისმა გაეროს უშიშროების საბჭოს 22 ივლისს განუცხადა, რომ „ძალიან შეშფოთებულია“ იმ ცნობების გამო, რომლის თანახმადაც სასოწარკვეთილი ერაყელების ნაწილი დახმარებისთვის „ისლამურ სახელმწიფოს“ მიმართავს. „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქ მოსულის აღებიდან ერთი წლის შემდეგაც აკონტროლებს ერაყის დაახლოებით მესამედს. გასულ კვირაში გამოქვეყნებული გაეროს ანგარიშის მიხედვით, ერაყში მიმდინარე დაპირისპირებამ 16 თვის განმავლობაში (მიმდინარე წლის აპრილის ჩათვლით) 15 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ამავე პერიოდში დაიჭრა 30 ათასი ადამიანი. იან კუბისის განცხადებით, სულ ცოტა 8 მილიონ 200 ათას ადამიანს - ყოველ მეოთხე ერაყელს სჭირდება სასწრაფოდ დახმარების მიწოდება, მათგან ნახევარს - სურსათი სჭირდება. სამ მილიონზე მეტმა ერაყელმა დატოვა საცხოვრებელი და გაეროს პარტნიორების ვარაუდით, მომდევნო თვეებში კიდევ მილიონამდე ადამიანი იქცევა იძულებით გადაადგილებულ პირად.

XS
SM
MD
LG