Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ მელიქიშვილმა ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის შედეგი უწოდა ტარიფის სავარაუდო გაზრდას


ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის სავარაუდო გაზრდას საქართველოს ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის შედეგი უწოდა პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ მელიქიშვილმა. მისი მტკიცებით, ბოლო წლებში საქართველოს ენერგეტიკაში ახალი ინვესტიციები არ განხორციელებულა, რამაც ლარის გაუფასურებასთან ერთად, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. მელიქიშვილის განცხადებითვე, ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება.

XS
SM
MD
LG