Accessibility links

logo-print

სემეკი მსჯელობს „ენერგო-პრო ჯორჯიისთვის“ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე


კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიისთვის“ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე მსჯელობს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. „ენერგო-პრო“ მოითხოვს, რომ კილოვატსაათი ელექტროენერგიის ტარიფი 4,8 თეთრით გაიზარდოს. კომპანია, რომელიც ელექტროენერგიით საქართველოს რეგიონების უმეტესობას ამარაგებს, აცხადებს, რომ ორი წელია ზარალს განიცდის, ლარის კურსის ვარდნამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რადგან ელექტროენერგიის საფასურს ამერიკული დოლარით იხდის. მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ, საჯარო სხდომას ესწრებიან პოლიტიკური პარტიების - "ქართული დასისა" და "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ტარიფის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ.

XS
SM
MD
LG