Accessibility links

logo-print

"ენერგო-პრო ჯორჯიის" მომხმარებლისთვის დენის ტარიფი გაიზარდა


"ენერგო-პრო ჯორჯიის" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,348 თეთრით გაიზარდა.გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. "ენერგო-პრო ჯორჯია" ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, კომპანიისა და სემეკის პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება და "ენერგო პრო ჯორჯია" იძულებული გახდება რამდენიმე თვეში კვლავ შემოიტანოს განაცხადი ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით. სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.

XS
SM
MD
LG