Accessibility links

logo-print

„ამნესტი ინტერნეშნლი“: ირანში სიკვდილით დასჯის რაოდენობა უპრეცედენტოდაა გაზრდილი


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლი“ აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯის რაოდენობა ირანში წლის დასაწყისიდან უპრეცედენტოდაა გაზრდილი. ორგანიზაციის ცნობით, 1 იანვრიდან 15 ივლისამდე ირანში 694 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ეს რიცხვი თითქმის სამჯერ აღემატება თავად ირანის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ცნობებს. „ამნესტი ინტერნეშნლის“ ცნობით, შარშან ირანში სულ მცირე 743 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოები სრულიად არ არიან დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი და სასიკვდილო განაჩენები გამოაქვთ ზოგადად ჩამოყალიბებული ბრალდებებისათვის, ან ქმედებებისთვის, რომლებიც სულაც არ უნდა იყოს კრიმინალიზებული.

XS
SM
MD
LG