Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანთან ხელშეკრულებას სენატის წინაშე განმარტავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ხუთშაბათს სენატის კომისიის წინაშე წარსდგება და შეეცდება დაიცვას შეთანხმება, რომელსაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიაღწიეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. აშშ-ის კონგრესს ორი კვირა აქვს, რათა განიხილოს ხელშეკრულება, რომელსაც წინა კვირას მოეწერა ხელი. შეთანხმებას რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან, რადგან, მათი აზრით, ის მეტისმეტად დიდ თავისუფლებას ანიჭებს თეირანს. კონგრესმა შეიძლება უარყოს შეთანხმება, თუმცა პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეუძლია მათ გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს.

XS
SM
MD
LG