Accessibility links

logo-print

"ენერგო პრო ჯორჯია": ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა, მაგრამ ეს, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს


„მადლობა სემეკს, რომ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა ღმერთმა ქნას, ელექტროენერგიის ტარიფის ამ ზრდაში ჩავეტიოთ, - ამის შესახებ სემეკის დღევანდელი სხდომის შემდეგ "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიას "ამოსუნქთვის საშუალებას" მისცემს, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან "ენერგო პრო ჯორჯიას" პროგნოზით, ელექტროენერგიის საფასურის ზრდა 4,8 თეთრით არის მოსალოდნელი. მან ასევე კომენტარი გააკეთა საკუთარ განცხადებაზე, რომელიც წინა დღით გავრცელდა, რომ შესაძლოა ნოემბერ-დეკემბერში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება დაიწყოს, და თქვა, რომ სისტემას კოლაფსი იმ შემთხვევაში ემუქრებოდა, თუ ტარიფის ზრდა არ მოხდებოდა. მან სადძინა: “ თუ ისევ გაგვეზარდა ელექტროენერგიის ღირებულება, თუ ისევ იმპორტირებული კვოტით შევიძინეთ, თუ ოდნავ შეიცვალა ვალუტის კურსი, ჩვენ ისევ დავდგებით პრობლემის წინაშე“ - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

XS
SM
MD
LG