Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში კიდევ ერთი პოლიციელი მოკლეს


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი მოკლეს და ერთი დაჭრეს. პოლიციელებზე თავდასხმა ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში მოხდა. ერთი დღით ადრე სირიის მოსაზღვრე ქალაქში თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი მოკვდა. აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის გასამხედროებულმა ფრთამ განაცხადა, რომ ისინი „დასჯის მიზნით“ დახოცეს, რათა სამაგიერო გადაეხადათ 20 ივლისს თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ სურუჩში. ქურთთა გასამხედროებული ფრთა პოლიციას სდებს ბრალს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან თანამშრომლობაში.

XS
SM
MD
LG