Accessibility links

logo-print

სატარიფო განაცხადით სემეკს თელასმაც მიმართა


"თელასმა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა. სემეკის მიერ გავრცელებული ცნობით, კომპანია სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს. სემეკი აცხადებს, რომ კომისია სამი სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის "თელასის" მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს და თუ სატარიფო განაცხადი სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი, კომისია დაიწყებს საკითხზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას და კომისიის ვებ გვერდზე გამოაქვეყნებს საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას.

XS
SM
MD
LG