Accessibility links

თურქეთმა სირიის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა


თურქეთის სამხედრო ძალებმა თვითმფრინავები გაგზავნეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სირიის საზღვართან, მას შემდეგ, რაც 23 ივლისს თურქი ჯარისკაცი დაიღუპა სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფო მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. თურქეთის ოფიციალური პირების ცნობით თავდასხმა თურქეთის საგუშაგოზე სირიის მხრიდან, ისლამური სახელმწიფს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, თურქეთის სამხედროებმა საპასუხო ცეცხლით უპასუხეს და მოკლეს ერთი თავდამსხმელი, სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი.

XS
SM
MD
LG