Accessibility links

logo-print

ჯონ კერიმ სენატში ირანთან დადებული ხელშეკრულება დაიცვა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომისიის წინაშე წარსდგა და დაიცვა შეთანხმება, რომელსაც აშშ-მ და მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიაღწიეს ირანთან ერთად ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ თუ ამერიკის კანონმდებლები უარს იტყოდნენ შეთანხმებაზე, ირანის ბირთვული პროგრამისთვის „დიდი მწვანე შუქი აენთებოდა“. ჯონ კერიმ განაცხადა, რომ კონგრესს არჩევანი აქვს - ან მიიღოს ის შეთანხმება, რომელიც შეზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას, ან დარჩეს შეთანხმების გარეშე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უპასუხა რესპუბლიკელების ბრალდებებს, თითქოს ის ირანელმა დიპლომატებმა გააცურეს და თქვა, რომ ირანს დღეს აქვს დიდი გამოცდილება ბირთვული საწვავის ციკლის ტექნოლოგიასთან დაკავშირებით და ამ ცოდნას ვერც ბომბებით და ვერც სანქციებით ვერ წაშლი. ჯონ კერის თქმით, თუ კონგრესი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, ამერიკა უარს იტყვის ყველა შეზღუდვაზე, რომლებსაც მან მიაღწია და ხელიდან გაუშვებს პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების საუკეთესო შანსს.

XS
SM
MD
LG