Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ექსტრემისტებს სირიაში


თურქეთმა საბრძოლო თვითმფრინავები გააგზავნა სირიასთან საზღვრისაკენ, ხოლო სახმელეთო ძალებმა ტანკები და მძიმე არტილერია გამოიყენეს სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა 23 ივლისს თურქი ჯარისკაცი მოკლეს სასაზღვრო ბლოკ-პოსტთან. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბლოკპოსტს ცეცხლი გაუხსნეს შეიარაღებულმა პირებმა სირიის ტერიტორიიდან, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები აკონტროლებენ. თურქი ოფიციალური პირებისვე ცნობით, თურქმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და სულ ცოტა ერთი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს.

XS
SM
MD
LG