Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაბარდო-ბალყარეთში ექვსი ექსტრემისტი მოკლეს


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, უშიშროების ძალებმა ექვსი ექსტრემისტი მოკლეს ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში. სახელმწიფო ანტიტერორისტული კომიტეტი აცხადებს, რომ ექსტრემისტებს ალყა შემოარტყეს 23 ივლისს რესპუბლიკის დედაქალაქ ნალჩიკში ჩატარებული ოპერაციის დროს. ამასთან, ოპერაციის მსვლელობაში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებელი უკანონო ლაბორატორია. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ხშირია თავდასხმები და შეტაკებები უშიშროების ძალებსა და ექსტრემისტებს შორის.

XS
SM
MD
LG