Accessibility links

გმირთა მოედანზე რამდენიმე დღით შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა


გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარის დაგების მიზნით, 24 ივლისს 12 საათიდან საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება. საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 240 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ახალი ფენა დაიგება და კუნძულები მოეწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვრის სანაპიროზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.

XS
SM
MD
LG