Accessibility links

logo-print

ორი ადამიანი დაიღუპა ლუიზიანის შტატში კინოდარბაზში სროლის შედეგად


ლუიზიანის შტატში, ქალაქ ლაფაიეტში, კინოსეანსის დროს ცეცხლი გახსნა უცნობმა პირმა. შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. სროლის შედეგად თავდამსხმელის გარდა დაიღუპა კიდევ ერთი, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. პოლიცია იტყობინება, რომ გამოძახება ხუთშაბათს, საღამოს, ადგილობრივი დროით 19:30 წუთზე შევიდა. ქალაქ ლაფაიეტში 120 ათასი მოსახლე ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG