Accessibility links

logo-print

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე გაანადგურა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები


თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები გაანადგურა. გუშინ თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მიერ თურქ მესაზღვრეებზე თავდასხმის შედეგად. სროლა მიმდინარეობდა კილისის პროვინციაში. ამასთან, ორშაბათს თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

XS
SM
MD
LG