Accessibility links

logo-print

თურქეთის ხელისუფლება მზადაა აშშ-ს დაუთმოს ერთ-ერთი სამხედრო ბაზა


თურქეთის ხელისუფლება მზადაა აშშ-ს დაუთმოს ერთი-ერთი თავისი სამხედრო-საჰაერო ბაზა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე დარტყმების განსახორციელებლად. ამის შესახებ ინფორმაცია „ბი-ბი-სი-ს“ მიაწოდა რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, რადგან შეთანხმება ოფიციალურად ჯერ არ არის ხელმოწერილი. შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა. საქმე, სავარაუდოდ, ეხება „ინჯირლიკის“ ბაზას, რომელიც სირიის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

XS
SM
MD
LG