Accessibility links

logo-print

ავღანეთიდან დაბრუნდა მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული


ავღანეთიდან საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდა შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული. მან 7-თვიანი მისია დაასრულა ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ მაზარიშარიფთან მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე." საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ასრულებდნენ სწრაფი რეაგირების ამოცანებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის გერმანული სარდლობისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

XS
SM
MD
LG