Accessibility links

logo-print

ახაშენში ეროვნული გვარდია ჩაერთო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია ჩაერთო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში. ეროვნული გვარდიის თელავის ბატალიონის ჯარისკაცები ღვარცოფის შედეგად დაგროვილი ქვაღორღისაგან წმენდენ სოფლის შიდა გზებს, წყალგამტარებსა და სარკინიგზო ხაზს, ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებიან ეზოებიდან ტალახის გატანაში. ეროვნულ გვარდიას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა კახეთის რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილიმა. 23 ივლისს ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ახაშენისხევმა სოფელში ათობით საცხოვრებელი სახლი დატბორა და ქვაღორღით დაფარა გზები და სარკინიგზო მაგისტრალი.

XS
SM
MD
LG