Accessibility links

logo-print

პარლამენტი განიხილავს საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული რეზოლუციის ორ პროექტს


საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტებს. საპარლამენტო უმცირესობის პროექტით, საქართველოს მთავრობამ უნდა მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ გაუქმებული და შემცირებული საპოლიციო დანაყოფები და გააუქმოს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი. "ქართული ოცნების" რეზოლუციის პროექტით, მთავრობამ უნდა განაგრძოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენება პოზიციების გასაძლიერებლად საერთაშორისო ორგანოზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებში, და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილოს ოკუპირებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე პატრულირების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყოველდღიურად ინფორმირების საკითხი. ამავე პროექტით, პარლამენტი მთავრობას მიმართავს განიხილოსმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატით საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ამოქმედების საკითხი.

XS
SM
MD
LG