Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის თვითმფრინავებმა ისლამური სახელმწიფოს ობიექტები დაბომბეს სირიაში


თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა 24 ივლისს სირიის ტერიტორიაზე ექსტრემისტული გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები დაბომბეს. სხვათა შორის, იერიში მიტანილ იქნა „ისლამური სახელმწიფოს“შტაბბინაზე. თურქეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, მათ სირიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ. თურქეთში, ამავე დროს, ანტიტერორისტული შენაერთის ხუთი ათასი პოლიციელ მონაწილეობდა რეიდში, რომელიც განხორციელდა სტამბოლსა და სხვა ქალაქებში ვერტმფრენების და სპეცრაზმის მონაწილეობით ისლამური სახელმწიფოს და ქურთთა გასამხედროებული ჯგუფის ასამდე საეჭვო ობიექტზე. მთელ თურქეთში მოწყობილი ამ ოპერაციისას დააკავეს 251 პირი. რეიდი ჩატარდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც თურქეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნა, აშშ-ს დაუთმოს თავისი ერთი-ერთი სამხედრო-საჰაერო ბაზა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე დარტყმების განსახორციელებლად. საქმე ეხება „ინჯირლიკის“ ბაზას, რომელიც სირიის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ორშაბათს თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გუშინ თურქეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა თურქ მესაზღვრეებზე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების თავდასხმის შედეგად. თურქი ოფიციალური პირების თქმით, ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში 500 ეჭვმიტანილი დააკავეს.

XS
SM
MD
LG