Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ კონგრესი გააფრთხილა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ თუ ისინი ირანთან ბირთვულ სფეროში მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ, ამით, ირანს გზა გაეხსნება დააჩქაროს შესაძლებლობა მოიპოვოს ბირთვული იარაღი. კერიმ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უთხრა, რომ თუ კონგრესი ცალმხრივად უარყოფს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და გერმანიას და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, ეს იქნება ტოლფასი, ვაშინგტონმა ბირთვულ სფეროში ირანისთვის დაწესებულ ყველა შეზღუდვას უარი უთხრას.

XS
SM
MD
LG