Accessibility links

logo-print

ეუთო გმობს მაკედონიაში ჟურნალისტზე თავდასხმას


ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩი გამოვიდა მოწოდებით, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძინონ მაკედონიაში ჟურნალისტზე თავდასხმის საქმე. ეუთოს ცნობით, მიატოვიჩმა წერილი მისწერა მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოლა პოპოსკის, რომ თავდასხმა ჟურნალისტ კორნელია კრებსზე თავისუფალი მედიისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათ მიმართ მუქარა უნდა ისჯებოდეს.

XS
SM
MD
LG