Accessibility links

logo-print

ავღანეთსა და თალიბანს შორის მომავალი შეხვედრა 30 ივლისს შედგება


ავღანეთისა და თალიბანის ოფიციალურ წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება 30 ივლისს, თუმცა ჯერ არ არის მოლაპარაკების ადგილი დადგენილი. როგორც ქაბულის მშვიდობის უზენაესმა საბჭომ განაცხადა, ორი მხარე კვლავ მსჯელობს შეხვედრის ადგილის დადგენაზე. სავარაუდოდ, მოლაპარაკება ჩინეთში გაიმართება. ავღანეთი აპირებს თალიბანი დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე დაიყოლიოს. ავღანეთი აცხადებს, რომ სურს გაირკვეს, სურთ თუ არა მებრძოლებს, მიიღონ მეთაურების მიერ მიღწეული შეთანხმების პირობები.

XS
SM
MD
LG