Accessibility links

გაზპრომმა თურქმენგაზს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა


გაზპრომმა საჩივარი შეიტანა თურქმენეთის კომპანია თურქმენგაზის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, სტოკჰოლმში. რუსეთის გაზის მონოპოლისტის წარმომადგენლის თქმით, საჩივარი ეხება ფასებს გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში. დეტალები არ დაუზუსტებიათ. თებერვალში თურქმენგაზმა გაზრომი დაადანაშაულა, რომ არასტაბილური პარტნიორია და განაცხადა, რომ გაზპომს გაზის საფასური არ გადაუხდია 2015 წლის დასაწყისიდან. გაზპრომი თურქმენეთში გაზს ყიდულობს საეკუთარი მოხმარებისა და გაყიდვის მიზნით. ბოლო ხანს თურქმენეთში შეძენილი გაზის ოდენობა შემცირდა, რადგან თურქმენეთმა დაიწყო ჩინეთში ბუნებრივი აირის ექსპორტირება.

XS
SM
MD
LG