Accessibility links

logo-print

კომუნისტები უკრაინის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს ვერ იყრიან


უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არ დაუშვებს კომუნისტებს, მონაწილეობა მიიღონ ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ახალი კანონის თანახმად. იუსტიცის მინისტრმა, პავლო პეტრენკომ განაცხადა 24 ივლისს, რომ უკრაინის კომუნისტური პარტია, უკრაინის მუშათა და გლეხთა კომუნისტური პარტია და რეფორმირებული კომუნისტური პარტია არ დაიშვებიან ოქტომბრის არჩევნებზე, როგორ ქვეყნის კანონმდებლობის დამრღვევნი. კომუნისტური პარტიები უკრაინაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნებში მაინც მიიღებენ მონაწილეობას, რადგან, კომუნისტური მოძრაობის წარმომადგენლის, პეტრო სიმონენკოს თქმით, კონსტიტუციური უფლებას იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ვერ გააუქმებს.

XS
SM
MD
LG