Accessibility links

logo-print

ჰალკი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს


ბრაზილიელი ფეხბურთელი, ჰალკი, რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის ცერემონიიდან მოხსნეს. ცერემონია სანკტ-პეტერბურგში გაიმართება 25 ივლისს. ჰალკის მოხსნა მოხდა მას მერე, რაც მან თავისი პოზიცია გამოხატა რუსეთის ფეხბურთის სამყაროში ფართოდ გავრცელებული რასიზმის თაობაზე. ჰალკი, რომელიც კლუბ „ზენიტში“ თამაშობს, არ მიიღებს მონაწილეობას საზეიმო ცერემონიაში, თავისი კლუბის წინაშე საკლუბო ვალდებულებების აგმო, ავრცელებს ცნობას, ფიფა.ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ დაიჩივლა, რომ თითქმის ყველა თამაშში აწყდება რასიზმს. მისი თქმით, თუ რასიზმი გამოვლინდა რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაშინ ეს მოხდება ძალიან უხეშად და მართლა ულამაზოდ, ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, როცა რუსეთის კლუბები თამაშობენ ერთმანეთთან, მაგრამ ამის შესახებ მსოფლიო ვერ იტყობს, ამბობს ბრაზილიელი ფეხბურთელი. ჰალკი, რომელიც რუსეთის უმაღლესი ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ამბობს, რომ ის წააწყდა ეგრეთ წოდებულ „მაიმუნის ჟესტს“ და რომ მას მსაჯმა მიაყენა შეურაცხყოფა. კენჭისყრის ცერემონიაში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაესწრება, მისი თანამემამულე რონალდუ და კამერუნელი სამუელ ეტო’ომონაწილეობას მიიღებენ. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას ფიფამ მოთხოვა განმარტება, რატომ მოხსნეს ორი თამაშიდან განელი ფეხბურთელი, ფრიმპონგი მას მერე, რაც თამაშის დროს რასიზმის გამო დაიჩივლა. მან მაყურებლის მხრიდან გაკეთებულ „მაიმუნის ჟესტს“ დამამცირებელი ჟესტით უპასუხა.

XS
SM
MD
LG