Accessibility links

პარლამენტმა დაამტკიცა „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროექტი


საქართველოს პარლამენტმა 24 ივლისის რიგგარეშე სესიაზე საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წარდგენილი ორი რეზოლუციიდან მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ვერსიას. შესაბამისად, ჩავარდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციის პროექტი. უმრავლესობის რეზულუციის პროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. „ნაციონალური მოძრაობის“ ვარიანტს კი 15 მომხრე ჰყავდა და 50 წინააღმდეგი. საპარლამენტო უმცირესობის პროექტით, საქართველოს მთავრობას უნდა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, აღედგინა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ გაუქმებული და შემცირებული საპოლიციო დანაყოფები და გაეუქმებინა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი. "ქართული ოცნების" რეზოლუციის პროექტით, მთავრობამ უნდა განაგრძოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენება პოზიციების გასაძლიერებლად საერთაშორისო ორგანოზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილოს ოკუპირებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე პატრულირების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყოველდღიურად ინფორმირების საკითხი.

XS
SM
MD
LG