Accessibility links

ორბანი არალეგალურ ემიგრაციასა და ტერორისტულ საფრთხეს შორის კავშირს ხედავს


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხილულს უწოდებს, კავშირს მზარდ ტერორიზმსა და არალეგალურ ემიგრანტებს შორის, რომლებიც ევროპაში ჩადიან. რუმინეთის ქალაქ ბაილე ტუსანდში გამართულ კულტურულ ფესტივალზე გამოსვლის დროს ორბანმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მისი მთავრობის ანტისაემიგრანტო კონსერვატიული მიდგომა. „აშკარაა, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვახერხებთ ამ მტრული ტერორისტების გაფილტვრას ემიგრანტთა ვეებერთელა ბრბოდან“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. უნგრეთი სერბეთის საზღვარზე აშენებს დამცავ კედელს, რომელმაც უნდა შეაჩეროს არალეგალური ემიგრაცია. პროექტს აკრიტიკებენ სერბეთი და აშშ-ის დევნილთა სააგენტო.

XS
SM
MD
LG