Accessibility links

ევროპარლამენტარები საქართველოში საოკუპაციო ზოლს დაათვალიერებენ


საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა დელეგაციას საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უმაღლეს დონეზე მიუთითებს. მხარეებმა წარმატებულად და ნაყოფიერად შეაფასეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში, რომელიც მიმდინარე კვირას შედგა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც, რასაც ევროპარლამენტარები უშუალოდ სოფელ ხურვალეთში გაეცნობიან.

XS
SM
MD
LG