Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა დაიწყო ოპერაციები სირიასა და ერაყში


თურქეთის მთავრობის განცხადებით, მისმა საავიაციო ძალებმა და არმიამ წამოიწყეს იერიშები ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ სირიასა და ერაყში. როგორც პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ უთხრა ჟურნალისტებს, აღნიშული ოპერაცია არ არის „ერთჯერადი“ და გაგრძელდება მანამ, სანამ არსებობს საფრთხე თურქეთის წინააღმდეგ. 24 ივლისის შუაღამეს თურქეთის ავიაციამ გასამხედროებული ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციები ჩრდილოეთ ერაყის 7 რაიონში დაბომბა. მიმდინარე კვირაში, თურქეთის ტერიტორიაზე, სირიისა და ერაყის საზღვრებთან მომხდარი ძალადობის შემდეგ, რაც ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, ძირითადად, „ისლამური სახელმწიფოს“ და ასევე ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტულმა ჯგუფებმა მოაწყვეს, - ანკარამ საპასუხო შურისგების აქტების პირობა დადო. თურქეთის არმიის იერიშების პასუხად, ქურთისტანის მუშათა პარტიამ განაცხადა, რომ საზავო შეთანხმებამ თურქეთთან აზრი დაკარგა.

XS
SM
MD
LG