Accessibility links

logo-print

ირანი „ცარიელ სიტყვებს“ უწოდებს აშშ-ის მუქარას


ირანმა მკაცრი განცხადებით უპასუხა უმაღლესი რანგის ამერიკელი დიპლომატის გაფრთხილებას, რომ აშშ-ი სამხედრო ძალას გამოიყენებენ ირანის წინააღმდეგ, თუ თეირანი არ დაიცავს პირობას, არ შექმნას ბირთვული იარაღი. აღნიშნული განცხადება ჯერ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა, შემდეგ კი სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გაიმეორეს. ამერიკელი სახელმწიფო მოხელეების განცხადებას თავის მხრივ "სამწუხარო“ და „ცარიელი სიტყვები“ უწოდა ირანის საგარიო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა, რომელმაც ურჩია ვაშინგტონს, რომ „დიდ ირანელი ხალხთან, სანქციების და მუქარების ენაზე საუბარზე ერთხელ და სამუდამოდ თქვას უარი.“

XS
SM
MD
LG