Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ჩეხეთში იმყოფება


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს რიჩარდ ბრაბეკს შეხვდა. პრაღაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც იქნება დაკავშირებული ადრეული გაფრთხილების სისტემასთან. გიგლა აგულაშვილი ჩეხეთის ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა რადიო თავისუფლების სათაო ოფისს და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე ვრცელი ინტერვიუს მისცა ქართულ სამსახურს.

XS
SM
MD
LG