Accessibility links

ნადია სავჩენკო როსტოვის რაიონულ ციხეში გადაიყვანეს


საპყრობილეში მყოფი უკრაინელი მფრინავი ქალი და უკრაინის პარლამენტის წევრი ნადია სავჩენკო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ შახტის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. თუმცა, მისმა ახლობლებმა იცოდნენ, რომ იგი ნოვოჩერკასკის ციხეში იმყოფებოდა. საბრალდებო დასკვნა, რომელიც სავჩენკოს ციხეში 13 ივლისს გააცნეს, ახლა სასამართლო გამოძიების ხელშია. უკრაინელი მფრინავი ქალი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში 2014 წლიდან იმყოფება, რუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაიტაცეს. მას ბრალად ედება საავიაციო ცეცხლის კორექტირება სეპარატისტთა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG