Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი დამატებით კრედიტს ითხოვს


საბერძნეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდს სთხოვს დამატებითი კრედიტის გამოყოფას იმ პერიოდისათვის, რაც ატენისათვის ფინანსური დახმარების მესამე პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებას სჭირდება. შესაბამისი ოფიციალური წერილი პარასკევს ფონდის ხელმძღვანელს კრისტინ ლაგარდს გადაეცა საბერძნეთის მთავრობისა და საერთაშორისო კრედიტორების - ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს. მოლაპარაკებების მონაწილეები 18 აგვისტოსათვის იმედოვნებენ საბერძნეთისათვის ფინანსური დახმარების შეთავაზების თაობაზე მემორანდუმის გაფორმებას. 17 ივლისს ევროზონის ქვეყნები წინასწარ შეთანხმდნენ საბერძნეთისათვის 86 მილიარდი დოლარის სესხის მიცემის სამწლიან გეგმაზე.

XS
SM
MD
LG