Accessibility links

logo-print

კვირას თბილისში ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება


ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015-ის" გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:15-ზე დაიწყება. "გახსნის ცერემონიალი მოიცავს ოფიციალურ და შოუს ნაწილს. ოფიციალურ ნაწილში სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი. სტადიონზე მოსული მაყურებელი იხილავს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს, - აცხადებენ საორგანიზაციო კომიტეტში. მათივე ინფორმაციით, 27 ივლისიდან - 1 აგვისტოს ჩათვლით შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებს. მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.

XS
SM
MD
LG