Accessibility links

logo-print

ობამა კენიელებს მოუწოდებს ებრძოლონ კორუფციას და დაიცვან გენდერული თანასწორობა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 26 ივლისს კენიის მოქალაქეებს მოუწოდა „პროგრესისკენ მიმავალი გზა აირჩიონ“, კორუფციასთან ბრძოლით, ტერორიზმთან დაპირისპირებით და ქალთა უფლებების დაცვით. მისი მამის სამშობლოში ისტორიული ვიზიტისას ობამამ თქვა, რომ კორუფციას კენიის საზოგადოება შემწყნარებლურად ეკიდება და მას „ნორმალურ მოვლენად“ განიხილავს. „კორუფციის გამო კენიელები ყოველწლიურად 250,000 სამუშაო ადგილს კარგავენ, რადგან ყოველი შილინგი, რომელიც ქრთამის სახითაა გადახდილი, სამუშაო ადგილს შეიძლებოდა მოხმარებოდაო“ - განაცხადა ობამამ. თუმცა, მისი თქმით, „დადგა დრო ეს ჩვევა შეიცვალოს“, რადგან კორუფცია ქვეყნის განვითარებას აფერხებს. ობამამ ასევე ისაუბრა კენიის წინაშე მდგარ გამოწვევაზე, სომალელი ისლამისტური გასამხედროებული ჯგუფის, ელ შაბააბის მიერ განხორციელებული თავდასხმების სახით და პირობა დადო, რომ აშშ კენიის გვერდით იქნება, როგორც „პარტნიორი“. 25 ივლისს მან კენიას შესთავაზა დამატებითი კონტრ-ტერორისტული წვრთნების ჩატარება და დაფინანსების გამოყოფა. ამასთან, ობამამ ისაუბრა შემწყნარებლობის გაძლიერებაზე და ქალების და გოგონების უფლებების დაცვის საჭიროებაზე. მისი თქმით, უნდა დასრულდეს ქალთა მიმართ ძალადობა, იძულებითი საქორწინო გარიგებები გოგონებისთვის, რომლებიც სკოლაში უნდა დადიოდნენ, სექსუალური ძალადობა და ტრადიცია, რომელიც ქალთა „გენიტალური კვეთის“ სახელითაა ცნობილი. ობამას თქმით, 21-ე საუკუნეში მსგავსი ტრადიციები აღარ უნდა არსებობდეს.

XS
SM
MD
LG