Accessibility links

logo-print

უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ დააკავა რუსი ოფიცერი


უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური აცხადებს, რომ დააკავა რუსი ოფიცერი, რომელიც ქვეყნის ომით განადგურებულ აღმოსავლეთში სამხედრო სატვირთო მანქანით გადაადგილდებოდა და თან რაკეტები და ტყვია-წამალი ჰქონდა. გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებულმა აღიარა, რომ რუსი მაიორია და სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფში მსახურობს. მას დოკუმენტები არ აღმოაჩნდაო, განაცხადა საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანმა, ალექსანდრ ტომჩიშინმა და დასძინა, რომ დაკავებული ტყვია-წამლით მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი და, თავისივე აღიარებით, მორიგი ოპერაციისას გზა აებნა. სავარაუდო რუს ოფიცერთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი კაცი, რომელმაც, როგორც იუწყებიან, აღიარა, რომ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტი მებრძოლია. მანქანა 45 კილომეტრის მოშორებით გააჩერეს დონეცკიდან - აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფიუდიდესი ქალაქიდან,

XS
SM
MD
LG