Accessibility links

logo-print

ნატო თურქეთის თხოვნით შეხვედრას გამართავს


ნატო აცხადებს, რომ 28 ივლისს თურქეთში გამართავს შეხვედრას უსაფრთხოების საკითხებზე მოსალაპარაკებლად - რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც თურქეთმა მეზობელ სირიაში ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე დაიწყო შეტევა. ალიანსის განცხადებით, შეხვედრა თურქეთის თხოვნის საფუძველზე გაიმართება. განცხადების თანახმად, ანკარამ კონსულტაციების გამართვა ითხოვა „ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში განხორციელებული, სასტიკი ტერორისტული თავდასხმის ფონზე.“ ამასთან, როგორც იუწყებიან, თურქეთი მოკავშირეებს ინფორმაციას მიაწვდის მის მიერ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, მის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის ფონზე. თურქეთმა 25 ივლისს დაიწყო საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე და ჩრდილოეთ ერაყში ქურთი ექსტრემისტების ობიექტებზე. თავდასხმები პასუხია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიასთან საზღვართან ახლოს, თურქეთში 20 ივლისს განხორციელებულ ტერაქტზე, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა. ექსტრემისტული ჯგუფის მიერ თურქეთის არმიაზე განხორციელებული სხვა თავდასხმის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა 23 ივლისს.

XS
SM
MD
LG