Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი


თბილისში გაიხსნა ევროპის მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ფესტივალი გახსნილად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, პატრიკ ჰიკი და ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსი ახვლედიანი. ცერემონიის ბოლოს, ფოიერვერკის დროს, ცარიელ ტრიბუნას გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც მეხანძრეებმა დროულად ჩააქრეს. არავინ დაშავებულა. საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, 27 ივლისიდან - 1 აგვისტოს ჩათვლით შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ. მაყურებლისთვის დასწრება თავისუფალია.

XS
SM
MD
LG