Accessibility links

გარდაიცვალა უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი


26 ივლისს 22 წლის ასაკში გარდაიცვალა ბობი კრისტინა ბრაუნი, ცნობილი ამერიკელი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი. ოჯახის წარმომადგენელმა კრისტენ ფოსტერმა განაცხადა, რომ გოგო ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. მიმდინარე წლის 31 იანვარს ბობი კრისტინა ბრაუნი უგონო მდგომარეობაში იპოვეს სააბაზანოში. მას შემდეგ ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა და გონს მოუსვლად გარდაიცვალა. ერთი თვის წინ მისი მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ის ჯორჯიის შტატის ქალაქ დულუთის ჰოსპისში გადაიყვანეს. ბობი კრისტინა ბრაუნი უიტნი ჰიუსტონისა და მომღერლისა და კომპოზიტორის, ბობი ბრაუნის ერთადერთი შვილი იყო.

XS
SM
MD
LG