Accessibility links

საქართველოში დაიწყო C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ორკვირეული


27 ივლისს საქართველოში დაიწყო C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ორკვირეული. ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. 2015 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია "იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი!" ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 2015 წლის 27 ივლისიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში დაგეგმილია სკრინინგი საქართველოს 9 რეგიონში. С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში.

XS
SM
MD
LG