Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში იქმნება პატრიოტულ-მუსიკალური მედიაჰოლდინგი


ფონდ „ფედერაციის“ დამფუძნებელმა ვლადიმირ კისელიოვმა და „რუსეთის მედიაჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ოლგა პლაკსინამ რუსეთის პრეზიდენტს მიწერეს წერილი. მათ სურთ რუსეთში შექმნან პატრიოტული მუსიკალური მედიაჰოლდინგი, რომელიც უზრუნველყოფს „შემოქმედებით-მუსიკალურ რესურსს იდეოლოგიური ამოცანებისთვის, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების წინაშე დგას ელექტორატთან მუშაობისას“. „ვედომოსტის“ ინფორმაციით, მედიაჰოლდინგის შექმნას გეგმავენ სახელმწიფო საწარმო „გოსკონცერტის“ ბაზაზე. პროექტის მთავარი პარტნიორები შეიძლება გახდნენ „რუსსკოე რადიო“, DFM, რადიო "Maximum"-ი, „ჰიტ FM"-ი, აგრეთვე მუსიკალური ტელეარხები RU.TV, "მუზ ტე-ვე", "Bridge TV" და "RuSong". კისელიოვი და პლაკსინა პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში აცხადებენ, რომ ჰოლდინგი უნდა იქცეს „სამამულო სუპერვარსკვლავების ინკუბატორად“. მათი სიტყვებით, საგარეოპოლიტიკური ვითარება არ იძლევაუცხოელ არტისტებზე დაყრდნობის საშუალებას. ამისათვის „ხელის ახლოს“ უნდა იყვნენ საკუთარი „იდეოლოგიურად სწორად განწყობილი მილიონობით ადამიანის კუმირები“. ივნისის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ კულტურის სამინისტროსთან არსებული „გოსკონცერტი“ აპირებს „რუსეთის მედიაჯგუფის“ აქციების მთლიანი პაკეტის ყიდვას. მოელიან, რომ გარიგების საფასური 120 მილიონი დოლარი იქნება.

XS
SM
MD
LG