Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უკრაინელ რეჟისორს ასამართლებენ


რუსეთის დონის როსტოვის სასამართლომ განაახლა უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი. სენცოვს ბრალად ედება ყირიმში ტერორისტული აქტების დაგეგმვა. მასთან ერთად ასამართლებენ ალექსანდრ კოლჩენკოს, რომელსაც მისი ხელშეწყობა ედება ბრალად. 27 ივლისს პროცესი გაგრძელდა მოწმეების დაკითხვით, რომლებიც ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ჩაერთვნენ ყირიმიდან. 39 წლის სენცოვი, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტული ჯგუფის ორგანიზება, ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შეძენა, ბრალს არ აღიარებს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებულები, უკრაინის კიდევ ორ მოქალაქესთან - ალექსეი ჩერნის და გენადი აფანასიევთან ერთად, 2014 წლის მაისში დააკავეს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ორი თვის შემდეგ.

XS
SM
MD
LG