Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოს სასამართლომ არიფ იუნუსს შინაპატიმრობაზე უარი განუცხადა


ბაქოს სასამართლომ უარყო აზერბაიჯანის უფლადამცველების, ლეილა და არიფ იუნუსების ადვოკატის თხოვნა არიფ იუნუსისთვის თავისუფლების აღკვეთის ზომად შინაპატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. იუნუსების წინააღმდეგ პროცესი 27 ივლისს დაიწყო. მათ ბრალად ედებათ გადასახადებისგან თავის არიდება, არალეგალური ბიზეს საქმიანობა და ღალატი. იუნუსები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ბრალდებები მათ წინააღმდეგ პოლიტიკურადაა მოტივირებული. ცოლ ქმარი იუნუსების ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა პატიმრობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG