Accessibility links

logo-print

ტრეფიკინგის მხრივ ვითარება უზბეკეთში გაუმჯობესდა, ბელორუსიაში -გაუარესდა


ადამიანთა ტრეფიკინგის მხრივ ვითარება უზბეკეთში გაუმჯობესდა, ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლების დაცვისა და ტრეფიკინგის მხრივ არსებულ ვითარებას 188 ქვეყანაში აფასებს. უზბეკეთმა, რომელსაც უფლებათადამცველები ხშირად აკრიტიკებენ ბამბის ინდუსტრიაში ბავშვთა შრომის გამოყენების გამო, ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები ჩაატარა და „ტრიერ 3“ -დან „ტრიერ 2“-ის დონეზე ჩაიწია. ბელორუსიამ კი პირიქით გაიუარესა რეიტინგი, რადგან ვაშინგტონის აზრით, მინსკმა მინიმალურ დონეზეც კი ვერ მიაღწია იმ სტანდარტებს, რაც საჭიროა ადმიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG