Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად სამხედრო ბაზებს ათვალიერებს


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც თან ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ახლავს, ერთკვირიანი ინსპექტირების ფარგლებში დღეს სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი მოინახულა, შემდეგ მებრძოლ მყვინთავთა კურსის ინსტრუქტორებსა და კურსანტებს შეხვდა და კურსის მიმდინარეობას დაესწრო. ამ მიზნით, თინა ხიდაშელი ჟურნალისტებსა და ჯარისკაცებთან ერთად გონიოს სამხედრო ბაზაზე, შავი ზღვისა და მდინარე ჭოროხის შესართავიდან ჯერ ნავებით, შემდეგ კი კატერებით გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან ერთად ხვალ უკვე სენაკის სამხედრო ბაზებს დაათვალიერებს. მიმდინარე კვირის განმავლობაში თინა ხიდაშელი ჟურნალისტებთან ერთად სწორედ სამხედრო ბაზებზე იცხოვრებს.

XS
SM
MD
LG